კონგრესმენი კოენი – საჭიროა შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები

Published:

საჭიროა შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები – აცხადებს “ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” თანაავტორი, დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

“ჰელსინკის კომისიის წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით… ამისთვის [საჭირო] გზა არის ამ უკანონო, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო, შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ, როგორც არაზუსტსა და უსამართლოს. [საჭიროა] შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს, ამჟამად, ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა, ეს ივანიშვილის ხალხია”, – ამბობს კოენი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img