საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად ვაშინგტონში მიემგზავრება.
მისი განცხადებით, ვაშინგტონში ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს.
“ჩვენ გვაქვს საშუალებები გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან. მე მაქვს ეს როლი და მე ამ როლს ვასრულებ სრულყოფილად. მაქვს პრაქტიკულად ყოველდღიური კავშირები ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან და თქვენ იცით და მე დღეს ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით. იცით, რომ არის სხვადასხვა ვარიანტები მოწვევის ინაუგურაციაზე, რომელშიც არავინ ფულს არ იხდის. ამის საშუალება რომ ყოფილიყო ბევრს აქვს ჩემზე ბევრად მეტი რესურსი, რომ გადაიხადოს ეს თანხები”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა ახალ ოფისში, სადაც მედიის წარმომადგენლებს პირველად უმასპინძლა.