სასამათლომ ანდრო ჭიჭინაძის 5 მარტისთვის გადადო

Published:

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის,  თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, სასამართლომ პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ჭიჭინაძის პროცესი 5 მარტისთვის გადადო.

თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ხვალ კი სასამართლო ჭიჭინაძის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

“სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა – ანდრო ჭიჭინაძის პროცესი გადადო 5 მარტისთვის.

ხვალ მოსამართლე ხალხით სავსე საქალაქო სასამართლოში იმსჯელებს, დატოვებს თუ არა მსახიობს ციხეში. პროცესის დრო – 10:30 საათი. შევხვდებით პროცესზე”, – წერს ადვოკატი.

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. 

ანდრო ჭიჭინაძე პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img