ბათუმში, კორპუსის 30-ე სართულიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, რომ ადგილზე მისულ ჯგუფს ქალი უგონო მდგომარეობაში დახვდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან პოლიციელები. ამ ეტაპზე უცნობია მომხდარის გამომწვევი მიზეზი.