კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ტრამპის ინაუგურაციის მოსაწვევის ყიდვის შანსი თუ არსებობს, რაზეც ივანიშვილის გუნდი აპელირებდა, პირველი სწორედ “ოცნება” იყიდდა, თუმცა, ჯაფარიძის თქმით. შტატებმა მკაფიოდ დააფიქსირა მისი პოზიცია სალომე ზურაბიშვილის მიწვევით და ინაუგურაციაზე პრეზიდენტის დასწრება ნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია სწორედ ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას აღიარებენ.
დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი დახარჯეს, მაგრამ ვერ მოახერხეს და ვერ მიიღეს მოწვევა და სადაც ამბობენ, რომ იყიდება, თუ ყიდვის შანსი არსებობს, ფულის მეტი რა აქვთ, პირველები ეგენი იყიდდნენ და თან წინა რიგებში იყიდდნენ ადგილებს. ამას ერთადერთი ახსნა აქვს, რომ ისინი აღიარებენ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას, სხვა ახსნა არ არსებობს”, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას, “ქართული ოცნების” წევრები ტელევიზიით ნახავენ. ოლიგარქის პარტია 20 იანვრის ღონისძიებას თბილისიდან დააკვირდება. ვაშინგტონში პრეზიდენტის სტატუსით მხოლოდ სალომე ზურაბიშვილია დაპატიჟებული. არაღიარებული ხელისუფლებიდან, არცერთი თანამდებობის პირი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე არ მიუწვევიათ. არადა ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა რამდენიმე ქვეყნის პირველი პირი ღონისძიებაზე დაპატიჟა, მათ შორის ჩინეთის ლიდერიც.