რეპრესიული რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ თავიანთი ოპონენტების ლიეტუველებთან შედარებისას, – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელ X -ში დაწერა.
Oppressive regimes should be careful when comparing their opponents to Lithuanians, because Lithuanians have a history of winning this kind of thing. https://t.co/InNlN2JVAZ
— Gabrielius Landsbergis🇱🇹 (@GLandsbergis) January 13, 2025
ლანდსბერგისი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ფეისბუქპოსტს, სადაც მან აღნიშნა: „ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვიდან გადმოღებული სამარცხვინო ქცევის იმედადაა“.
„რეპრესიული რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ თავიანთი ოპონენტების ლიეტუველებთან შედარებისას, რადგან ლიეტუველებს მსგავს სიტუაციებში გამარჯვების გამოცდილება აქვთ“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.