სალომე ზურაბიშვილი – 1991 წლის 13 იანვარს მამაცმა და ერთიანმა ლიეტუველმა ხალხმა დაიცვა დამოუკიდებლობა – ამ მნიშვნელოვან დღეს საქართველო დგას ლიეტუვასთან და მის ხალხთან ერთად

Published:

1991 წლის 13 იანვარს მამაცმა და ერთიანმა ლიეტუველმა ხალხმა დაიცვა დამოუკიდებლობა. ამ მნიშვნელოვან დღეს საქართველო დგას ლიეტუვასთან და მის ხალხთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„საქართველო ყოველთვის გრძნობს ლიეტუვის ძლიერ მხარდაჭერას მის ევროპულ გზაზე“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, ლიეტუვა 13 იანვარს თავისუფლების დამცველთა დღეს აღნიშნავს. 1991 წელს, 11-13 იანვარს საბჭოთა კავშირის სამხედრო შენაერთებმა დედაქალაქ ვილნიუსში ლიეტუვის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია დაარბიეს, რის შედეგადაც 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img