ბათუმის საქალაქო სასამართლო „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

Published:

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 14 იანვარს, 11:00 საათზე, „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. მოსამართლე აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

მზია ამაღლობელს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა.

შეგახსენებთ, „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img