ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი დაიწყო

Published:

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული, „ბათუმელებისა“ „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დაიწყო.

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს. სხდომას მოსამართლე ნინო სახელაშვილი უძღვება.

სასამართლო პროცესს სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლების ნაწილი ესწრება, დასწრების მსურველ კიდევ ერთ ნაწილს კი დარბაზში არ უშვებენ. ისინი სკანდირებენ: „შეგვიშვით“.

შეგახსენებთ, რომ „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img