„იფიცება საქართველო!“ – დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში.
მათივე ცნობით, გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ 15 იანვრის საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან სხვადასხვა კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები და თუ სხვა ბიზნესჯგუფები. ბიზნეს-სუბიექტები შესაბამის განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალს, რომლებიც აცხადებენ, რომ უერთდებიან გაფიცვას და 15 იანვარს აჩერებენ საქმიანობას:
- „PSP ჯგუფი“ – კომპანიაში აცხადებენ, რომ გაფიცვას უერთდებიან, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ სამედიცინო სფეროს წარმოადგენენ და მათი გაჩერება 3 საათით წარმოუდგენელია, ჯგუფის წევრი დაწესებულებები 5 წუთის განმავლობაში შეწყვეტენ მუშაობას;
- Start Business Solutions;
- „აი სი არ ჯგუფი“;
- „გასტრონომ ჯგუფი“;
- „ფაბრიკა“ და მის სივრცეში განლაგებული ობიექტები;
- „ქართული მზე“;
- „ჯეპრა“;
- საქართველოს უნივერსიტეტი;
- კაფე „მზიური“;
- კომპანია ,,მეგაკო”;
- Kiwi Vegan Café;
- კავკასიის უნივერსიტეტი;
- პარტნიორობა თანასწორობისთვის;
- Ikano Estate;
- Our Kids ქცევითი თერაპიის და რეაბილიტაციის ცენტრი;
- Gallery 27;
- Analysis and Consulting Team;
- ბაბალე;