თბილისში ვიზიტად მყოფი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციებზე დაშავებულ პირებს ხვდებიან.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი მომხსენებლებს ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-სამართლებრივ პროცესების შესახებ გააცნობენ ინფორმაციას. ასევე შეხვედრაზე ისინი მოქალაქეებზე ფიზიკურ ძალადობაზეც გაამახვილებენ ყურადღებას.
ცნობისთვის, თანამომხსენებლები – კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, მომავალ დღეებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.