რუსეთის რამდენიმე რეგიონზე დროენბით მასიური თავდასხმა მოხდა

Published:

რუსეთის ტერიტორიის რამდენიმე რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ადგილობრივი Telegram-არხები და მედია ავრცელებს. 

სარატოვის ოლქის გუბერნატორის, რომან ბუსარგინის ინფორმაციით, მომხდარი თავდასხმის დროს სამრეწველო საწარმო დაზიანდა.

“უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად დაფიქსირდა დაზიანებები ენგელსში, სამრეწველო საწარმოში. ოპერატიული სამსახური გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს”, – თქვა გუბერნატორმა.

ამასთან, ცნობილია, რომ უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის საფრთხის გამო სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება.

ენგელსის გარდა, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ სარატოვზეც იყო, სადაც სამიზნე ასევე სამრეწველო საწარმო გახდა.

გარდა ამისა, გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში. სხვადასხვა Telegram-არხების ცნობით, თავდასხმა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელა, რა დროსაც ყაზანში მდებარე ქიმიურ ქარხანას შეუტიეს. მოგვიანებით, რუსულმა მედიამ დაწერა, რომ შეტევის შედეგად ყაზანის გარეუბანში ცეცხლი გაუჩნდა გაზის ცისტერნას, რომელიც ქიმიური ქარხნის მახლობლად მდებარეობს. იერიშის გამო, ყაზანის აეროპორტი დროებით დახურეს.
 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img