მიხაელ როთი გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე – მოვითხოვ დანაშაულის სწრაფ გამოძიებას და დამნაშავეების თანმიმდევრულად დასჯას

Published:

“მოვითხოვ დანაშაულის სწრაფ გამოძიებას და დამნაშავეების თანმიმდევრულად დასჯას,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გერმანელი პოლიტიკოსი, მიხაელ როთი წერს და გასულ ღამეს, ბათუმში, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერზე და საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმიანება. 

“ღრმად შოკირებული ვარ ბათუმში გიორგი გახარიაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით. მოვითხოვ დანაშაულის სწრაფ გამოძიებას და დამნაშავეების თანმიმდევრულად დასჯას. რეჟიმმა უნდა დაიცვას კრიტიკული ხმები და არ დაემუქროს მათ. გიორგის სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,” – წერს როთი. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img