თინა ბოკუჩავა – “მინდა გამოვეხმაურო ზონდერ ბრიგადის მხრიდან გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე ჯგუფური თავდასხმის ფაქტს”

Published:

მინდა ბრიუსელიდან გამოვეხმაურო “ქართული ოცნების” დეპუტატებად წოდებული ზონდერ ბრიგადის მხრიდან გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე ჯგუფური თავდასხმის ფაქტს,- გახარიაზე თავდასხმას ოპოზიციური პარტიის ლიდერი, თინა მოკუჩავა სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“მინდა ბრიუსელიდან გამოვეხმაურო “ქართული ოცნების” დეპუტატებად წოდებული ზონდერ ბრიგადის მხრიდან გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე ჯგუფური თავდასხმის ფაქტს.

ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური შურისძიებისა და ძალადობის მაგალითი, არამედ იმგვარი სამოქალაქო დაპირისპირების და განუკითხაობისკენ ქვეყნის ბიძგება, რაც ბნელ 90-იანებს ჩაბარდა და რამაც ღრმა ეროვნული ტრავმა დატოვა თაობებში.

ეს არის ქვეყნის მტრობა, ღალატი, რუსული ოცნება, დასტური იმისა, რომ ან ჩვენ გავაგდებთ (დიახ, გავაგდებთ, მომედავოს ახლა იმედი) ივანიშვილს, ან ის გაანადგურებს არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს, რომელიც უკვე ჩამოანგრია, არამედ ქვეყანას და ქართველ ხალხს.

ჩემი სრული სოლიდარობა გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს.

საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!” – წერს თინა ბოკუჩავა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img