უკრაინამ ვორონეჟის ოლქში მდებარე რუსულ ნავთობბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
რეგიონის გუბერნატორის ალექსანდრ გუსევის ცნობით, ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძრის ქრობა ამ დომდე გრძელდება.
მისივე თქმით, გადულ ღამეს ვორონოჟეოს ოლქის სამ რაიონს თავს 10-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა. მათმა უმეტესობამ იერიში ნავთობბაზაზე მიიტანა.
„საწყის ეტაპზე ხანძრის ჩაქრობა ობიექტზე განმეორებითი თავდასხმის საფრთხის გამო გართულდა.
ამ დროისთვის რამდენიმე რეზევუატს ცეცხლს სახანძრო ეკიპაჟები ებრძვიან, ადგილზე ათობით ერთეული ტექნიკა და ორი სახანძრო მატარებელი იმყოფება. დამატებითი ძალები გაიგზავნა ორი მეზობელი რეგიონიდან“, – განაცხადა გუსევმა.
ოლქის გუბერნატორი ირწმუნება, რომ დაშავებულები არ არიან და მოქალაქეების ქონება არ დაზიანებულა.