ლაშა ტყეშელაძე – სასამართლო ყოველდღიურად ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და ცდილობს შური იძიოს თავისუფალ ადამიანებზე – ადვოკატები ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ პოლიტიკური ტყვეები გათავისუფლდნენ

Published:

სასამართლო ყოველდღიურად ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და ცდილობს, შური იძიოს თავისუფალ ადამიანებზე – ადვოკატები ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ პოლიტიკური ტყვეები გათავისუფლდნენ და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ ოჯახს, – ამის შესახებ ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სისტემამ ათეულობით ადამიანი აიყვანა ტყვედ და გამოკეტა, სასამართლომ კი პოლიტიკური დავალება შეასრულა და ყველას პატიმრობა მიუსაჯა მტკიცებულებების გარეშე.

როგორც ტყეშელაძე აღნიშნავს, სინდისის პატიმრების გათავისუფლება მხოლოდ ქართველ ხალს შეუძლია და მათი თავისუფლები ხაზი რუსთაველზე გადის.

„ყოველდღიურად, ათეულობით თავისუფალ ადამიანს იბარებენ სასამართლოში, რომ სისტემამ რამენაირად, მათზე განახორციელოს რეპრესიები. ჩვენ კი ვიცით, რომ სასამართლო უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ნახავენ სამართალს, მაგრამ დღეს ყოველდღიურად სასამართლო ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და ცდილობს, შური იძიოს თავისუფალ ადამიანებზე. სისტემამ ათეულობით ადამიანი აიყვანა ტყვედ და გამოკეტა ციხეში, სასამართლომ კი შეასრულა პოლიტიკური დავალება და ყველას პატიმრობა მიუსაჯა მტკიცებულებების გარეშე. ჩვენ, ადვოკატები ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ ოჯახს, მაგრამ სინდისის პატიმრების გათავისუფლება მხოლოდ ქართველ ხალს შეუძლია. მათი თავისუფლების ხაზი გადის სწორედ აქ, რუსთაველზე. თავისუფლება რუსული რეჟიმის პოლიტიკურ ტყვეებს!“ – განაცხადა ტყეშელაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img