ისრაელმა 90 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა

Published:

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში, ისრაელმა 90 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში, ისრაელმა 90 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

პალესტინის ქალაქ რამალას მახლობლად, დასავლეთ სანაპიროს ქუჩებში შეიკრიბა ხალხი და ოვაციებით დახვდნენ ავტობუსების კოლონას, რომლითაც გათავისუფლებული პალესტინელი პატიმრები გადაჰყავდათ.

„ჰამასის“ ინფორმაციით, ისრაელის ციხეებიდან გათავისუფლებულთა შორის 69 ქალი და 21 ბიჭია.

მანამდე, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, „ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა.

გათავისუფლებულ მძევლებს – 31 წლის დორონ სტეინბრეჩერს, ბრიტანეთი-ისრაელის მოქალაქე 28 წლის ემილი დამარის და 24 წლის რომი გონენს – თელ-ავივის საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში გუშინ, სამი საათის დაგვიანებით შევიდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img