თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო შატილის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა – ნაწილობრივი შეზღუდვები მოქმედებს რიკოთზეც

Published:

 თოვლისა და მოსალოდნელი ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ41-კმ120 (ქსნის სატრანსპორტო კვანძი-ხაშური) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო კმ120-კმ162 (ხაშური-ბორითი) მონაკვეთზე –  დროებით აკრძალულია

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img