აშშ-ის სამხრეთის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

Published:

ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთის საზღვართან, რომელიც მექსიკასთან გადის, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

შესაბამის განკარგულებას ხელი 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამარტივებს აშშ-ში არალეგალურად მყოფი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას. პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით გაუქმებულია პრაქტიკაც, როცა სამართალდამცავების მიერ დაკავებულ მიგრანტებს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ათავისუფლებდნენ. დონალდ ტრამპი უარს ამბობს წესზეც, რომლის თანახმად ქვეყნის ტერიტორიაზე დაბადებულ, მიგრანტების შვილებს აშშ-ის მოქალაქეობას აძლევენ.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტრამპის ეს გადაწყვეტილებები არაერთი სასამართლო დავის საგანი გახდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img