ადვოკატის ინფორმაციით, აქციაზე დაპატიმრებულმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა შიმშილობა დაიწყო

Published:

ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის ინფორმაციით, რეჟიმის პატიმარმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყო.

“ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად და პროტესტის ნიშნად ნიკოლოზ ჯავახიშვილმაც შიმშილობა გამოაცხადა”- წერს ავსაჯანიშვილი.

მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს კიდვ ერთი პატიმარი, რეზო კიკნაძეც. 

ნეტგაზეთის და ბათუმელების ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი 1 კვირაა შიმშლობს და მხოლოდ წყალს იღებს. 

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე”. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა დააკავეს – ის სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.

პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 14 იანვარს  აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img