გურამ როგავა – მინდა კოლეგებს მივმართო, რომლებიც დღეს დამკვირვებლებად არიან წარმოდგენილი, თუ ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი მათ არ ეხებათ, ძალიან ცდებიან, ხვალ მათთანაც მოვლენ, მაგრამ გვიანი იქნება

Published:

მინდა ჩემს კოლეგებს მივმართო „რუსთავი 2-დან“ და სხვა მედიასაშუალებებიდან, რომლებიც დღეს მხოლოდ დამკვირვებლებად არიან წარმოდგენილი. თუ ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი მათ არ ეხებათ, ძალიან ცდებიან, ხვალ მათთანაც მოვლენ, მაგრამ გვიანი იქნება, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ხმის ამომღები არავინ დარჩება, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, გურამ როგავამ საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის მორიგ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მზია ამაღლობელი წარმოადგენს მედია ორგანიზაციას, რომლის რედაქციაც ემსახურება მოსახლეობის, ხალხის ინტერესებს.

„მე დღეს აქ მოვედი იმიტომ, რომ მზია ამაღლობელს გამოვუცხადო მხარდაჭერა. მზია ამაღლობელი წარმოადგენს დღეს მედია ორგანიზაციას, რომლის რედაქციაც ემსახურება პირველ რიგში, მოსახლეობის, ხალხის ინტერესებს და არაერთი ადამიანის ინტერესებს.

ოცნების „ნიუსრუმი“ ბიძინა ივანიშვილს აქვს – ტელეკომპანია „იმედი“ და „იმედის“ დამფუძნებელმა, მფლობელმა გუშინ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში დაადასტურა, რომ მაგალითად: ჩემზე თავდასხმა მის ეთერში იმის გამო არ გაშუქდა, რომ მე თურმე ვაკრიტიკებ „იმედს“ და „იმედის“ თანამშრომლებს. სწორედ, ასეთია ოცნების „ნიუსრუმი“ ბიძინა ივანიშვილისთვის. მას წარმოუდგენია, რომ ამ ქვეყანაში ყველა ამ პრინციპით უნდა ხელმძღვანელობდეს, რადგან მზია ასეთ რედაქციას არ წარმოადგენს, ამიტომაც არის პატიმრობაში. დღეს, ხვალ, ზეგ ჩვენც იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“, – განაცხადა როგავამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img