ტელეკომპანია “იმესის” მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ ამბობს, რომ “იმედი” ბიზნესი არ არის და მას არ ჰქონდა სურვილი ტელევიზია ეყიდა. ” ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან ვიყიდე, რომლის ყიდვაც არ მინდოდა, რადგან ეს არ იყო ბიზნესი და მე ვაპირებდი ბიზნესის კეთებას. ბადრის ოჯახი საერთოდ ვერ უვლიდა და მითხრეს, რომ თუ გინდა, კარგად “დავიშალოთ”, ეს წაიღე. მე ასე ვუყურებ, რომ ბადრი შეეწირა იმედს.” – ამბობს ირაკლი რუხაძე.
მისი თქმით “იმედი” ბადრის პატარკაციშვილის ბიზნესსხელს უშლიდა და დღეს მასაც უშლის ხელს. “ბიზნესს ხელს უშლის “იმედი”, ბადრისაც ხელს უშლიდა და მე თუ მკითხავთ, ჩემს ბიზნესსაც ხელს უშლის, ან უნდა დავხურო, რისთვისაც მენანება, ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაა, ან უნდა გავყიდო. ამის მყიდველი არის მხოლოდ ისეთი ადამიანი, რომელსაც აინტერესებს პოლიტიკა საქართველოში – ან ივანიშვილი, ან სააკაშვილი, ან ბაიდენი, ან პუტინი. ახლა რასაც ვიტყვი, ვერ დავამტკიცებ მათემატიკურად და შეიძლება, არ არის მთლად მართალი და ჩემს თავს ვატყუებ რაღაც ამბავში, ცოტათი, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა რომ არ იყოს, მე ჩაციკლული ვარ ნაციონალურ მოძრაობაზე, მაშინ იმედი ან სხვანაირი იქნებოდა, მეც ნაკლებად მექნებოდა პრობლემა შენახვისაც და ვინმესთვის გადაცემისაც. სანამ ნაციონალური მოძრაობაა, ეს არის უაღრესად საშიში რაღაც საქართველოსთვის, ასე დავუმტკიცე ჩემს თავს, რატომ წამოვიღე ბადრისგან იმედი – რომ იმედი არის ის, რაც უნდა დაეხმაროს ამ ქვეყანას და მე, პირველ რიგში, რადგან მეც ბიზნესს ვაკეთებ, რომ ნაციონალური მოძრაობის რევანში არ მოხდეს და არ დაბრუნდეს უკან” – ამბობს სამთავრობო TV იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში