რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას. მან ამის შესახებ ინფორმაცია X-ზე გაავრცელა.
“ევროკავშირის ელჩებმა დღეს დილით მწვანე შუქი აანთეს ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრები ამას ორშაბათს დააფიქსირებენ. უნგრეთი და სლოვაკეთი წინააღმდეგ მისცემს ხმას, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან კვალიფიციური უმრავლესობა არის”, – წერს იოზვიაკი.
🇪🇺 ambassadors this morning gave the green light for the visa lib suspension for 🇬🇪 diplomatic passports. foreign ministers will rubber-stamp this on Monday. 🇭🇺🇸🇰 will vote against but doesn't matter as it is qualified majority here
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) January 24, 2025