რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს, არის მსხვერპლი

Published:

რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს, თავდასხმას კიევის ოლქში, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეტევა მთელი ღამის განმავლობაში, დილამდე გაგრძელდა და საჰაერო თავდაცვის ძალები, დრონების განადგურების მიზნით, საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებდნენ.

კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებლის, მიკოლა კალაშნიკის განცხადებით, ერთ-ერთი დაღუპული ცეცხლმოკიდებულ კერძო სახლში იპოვეს, მეორე კი – სხვა დასახლებულ პუნქტში, სადაც 10-სართულიანი კორპუსი დაზიანდა.

„დაღუპული აღმოაჩინეს კერძო სახლში, სადაც ჩამოგდებული სამიზნის ნამსხვრევების გამო ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მეორე გარდაცვლილი, 36 წლის მამაკაცი სხვა დასახლებულ პუნქტში აღმოაჩინეს, სადაც 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა“, – აღნიშნა კალაშნიკმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img