ბათუმში დეკანი და 3 სტუდენტი გირაოთი გაათავისუფლეს

Published:

ბათუმელების” ცნობით, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და 3 სტუდენტს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ – ანრი კაკაბაძე პატიმრობაში რჩება.

ბრალდებულები დარბაზიდან გათავისუფლდნენ. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა პროკურორმა საქმეში დაზარალებულის მოთხოვნით დააყენა. „ბათუმელები” წერს, რომ ანრი კაკაბაძე ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი აქამდე იყო გათავისუფლებული, რის გამოც მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ის პატიმრობაში დატოვა.

9 დეკემბერს სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი: გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და ანდრო კაკაბაძე სისხლის სამართლის კოდექსით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დააკავეს.

ხუთივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულებმა 3 დეკემბერს ჯგუფურად სცემეს ორ პირს

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img