სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე, სადაც ხანძარია, ქრობის პროცესი მიმდინარეობს.
ხანძარი ორსართულიან შენობაშია, რომელშიც განლაგებულია როგორც სასაწყობე მაღაზიები, ასევე ტანსაცმლისა და ჭურჭლის მაღაზიები.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ხუთი ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.