ნარკოდანაშაულში ბრალდებული 22 წლის თედო აბრამოვი კვლავ პატიმრობაში რჩება

Published:

ნარკოდანაშაულში ბრალდებული 22 წლის თედო აბრამოვი კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა კალოჩენკომ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ამასთან, გადაისინჯა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა. ასევე, საქმე არსებითად განსახილველად გადაეცა სასამართლოს.

პროკურატურა დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის კვლავ ძალაში დატოვებას, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდა.

თედო აბრამოვი ბრალს არ აღიარებს.

აბრამოვი 7 დეკემბერს სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.

თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img