ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. ერთმანეთს „ლელო-საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ წევრები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ოპოზიციის წევრი, ბათუმში სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებდა, რასაც მმართველი გუნდის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
„ლელო-საქართველოს“ წევრი აცხადებს, რომ სასამართლო და პროკურატურა, ინსტიტუტი ჩამოშლილია.
„სოლიდარობა ჟურნალისტებს, მზია ამაღლობელს. 11 იანვარს პოლიციის სამმართველოსთან გამართულ აქციაზე, უკანონოდ დამაკავეს. რამდენიმე საათი გავატარე პოლიციის იზოლატორში. ფიზიკურად ვნახე ის, რის გამოც წინა რეჟიმი გადავირჩიე. უკანონოდ დაკავებულებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მათ შორის პოლიციის უფროსი. სასამართლოში სრული სპექტაკლი ჩატარდა. 10 საათი ხელბორკილები მეკეთა ხელზე, პაბლო ესკობარი მეგონა თავი“, – განაცხადა ვაჟა დარჩიამ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ უახლოეს პერიოდში ოპოზიცია პარლამენტში შევა. „მალე ოპოზიცია პარლამენტში შეცუნცულდება და მოსახლეობას რა თვალით შეხედავენ ვნახავთ. მე პირადად გავიცინებ“, – განაცხადა“ქართული ოქნების“ წევრმა თენგიზ აფხაზავამ.
ამის შემდეგ სხდომა პროტესტის ნიშნად, “ლელო-საქართველოს” წევრმა ვაჟა დარჩიამ დატოვა. მან, მმართველი გუნდის წევრებს განუცხადა, რომ ქვეყანას მოძალადე რეჟიმი მართავს. მისი თქმით, საკრებულოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.
თავის მხრივ საკრებულოში “ქართული ოცნების” წევრებმა, ოპოზიციის წარმომადგენელს განუცხადეს, რომ ქვეყანაში ოთხი მოღალატე ოპოზიციური პარტიაა. “რაღაც ადმინისტრაციული ჯარიმით ნუ აგვაწიოკეთ”, – მიმართა მინდია გოგუაძემ ვაჟა დარჩიას.