ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ხვალ აირჩევენ

Published:

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ხვალ, 30 იანვარს აირჩევენ.

არჩევნებში მონაწილეობას ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები იღებენ: სოფიო თავაძე და მამუკა ალაფიშვილი.

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის პოზიცია საკუთარი განცხადების საფუძველზე, თემურ კეჟერაძე დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის შენობაში სტუდენტები 14 დღეა პროტესტის ნიშნად იმყოფებიან. მათი თქმით, დეკანი და სამი სტუდენტი გუშინ გათავისუფლდა, „თუმცა ანრი კაკაბაძე საპატიმროში ისჯება, იმისთვის, რომ პროევროპულ აქციებს იღებდა მონაწილეობას და ასევე, უნივერსიტეტში ინციდენტისას დეკანს უცხადებდა მხარდაჭერას“.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img