ქალაქ თბილისის N132 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე იოსებ ადეიშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სკოლის დირექტორი თამარ მაჭარაშვილი წერს.
“ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე იოსებ ადეიშვილი.
სკოლის კოლექტივის სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს!
უდიდესია ჩვენი გულისტკივილი და მწუხარება! ღმერთმა ნათელში დაუმკვიდროს ადგილი, ჩვენს ლამაზ ბიჭს!” – წერს თამარ მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოზარდი შაბათს, რიყის პარკში თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.