აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეთა პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის მიმდებარედ ორი კარავი აქვთ გაშლილი, სადაც მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება დაშლას არ აპირებენ.
“თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, თავისუფლება მზიას, რომელიც 19 დღეა შიმშილობს საპატიმროში. გვინდა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, არჩევნები რომელიც მოგვპარეს და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს. ვართ ქუჩაში და პროტესტის მშვიდობიანი ფორმით, რეჟიმს გავისტუმრებთ”, – აღნიშნავენ შეკრებილები.
საპროტესტო აქციის ტერიტორია, მოქალაქეებმა თავად დაასუფთავეს. სამთავრობო შენობასთან სამართალდამცავებიც რჩებიან.
ცნობისთვის, წუხელ კარვის გაშლის გამო, მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.