ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ცხად “მესიჯს” უგზავნის საქართველოში მმართველ რეჟიმს – რა სირცხვილია! თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნები გარდაუვალია! – ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი PACE-ის მიერ საქართველოზე დღეს მიღებულ რეზოლუციას.
“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ცხად “მესიჯს” უგზავნის საქართველოში მმართველ რეჟიმს:
შეწყვიტეთ დემოკრატიის ჩამოშლა!
ავტორიტარიზმისკენ გზა უნდა შეწყდეს! თქვენ საქართველოს იზოლირება მოახდინეთ!
თქვენ იგივე ლიგაში თამაშობთ, სადაც რუსეთი და აზერბაიჯანი.
რა სირცხვილია! თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნები გარდაუვალია!” – წერს როთი.