„თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ – ამ წარწერით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაზე ბანერი გადმოფინეს.
ბანერი სტუდენტების ნაწილმა გაშალა და ამ ფორმით, აქციების დროს დაკავებულ პირებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
მათი თქმით, უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც უკანონოდ არიან დაპატიმრებული.
როგორც სტუდენტები აცხადებენ, მათ სურთ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პირებს არ დაავიწყდეთ, რომ მათ მოქალაქეები მხარს უჭერენ.