შსს-ს ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო აქციაზე ჯამში 31 პირი დააკავეს

Published:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 თებერვალს, აღმაშენებლის ხეივანზე, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი დააკავეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ყველა პირი ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მათივე ცნობით, დაკავებულთა ნაწილი უკვე ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული, მათ შორის “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img