ABC News – აშშ-მა 10-მდე არალეგალი მიგრანტი გუანტანამოს ყურეში გადაიყვანა

Published:

აშშ-მა 10-მდე არალეგალი მიგრანტი გუანტანამოს ყურეში გადაიყვანა, – ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

ABC News-ის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდა, ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოდან გაფრინდა და გუანტანამოს ყურეში სამშაბათს საღამოს ჩაფრინდა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ტრიშა მაკლაფლინმა განაცხადა, რომ თვითმფრინავში 9-10 მიგრანტი იმყოფებოდა, კერძოდ, ვენესუელური კრიმინალური დაჯგუფების Tren de Aragua-ს წევრები.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც პენტაგონს გუანტანამოს ყურის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე არალეგალი მიგრანტების დასაკავებლად შესაბამისი დაწესებულების მომზადებას ავალებს.

„ხელს ვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას, რომ დავავალო თავდაცვისა და შიდა უსაფრთხოების უწყებებს, დაიწყონ 30 000-ადგილიანი მიგრანტების დაწესებულების მომზადება გუანტანამოს ყურეში“, – განაცხადა ტრამპმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img