სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა 40 წლის კაცი დააკავა, 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე .დანაშაული 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების გამოძიების თანახმად, კაცი სოციალური ქსელების ფეისბუკისა და ინსტაგრამის ყალბი გვერდების გამოყენებით, სხვადასხვა სახელით ეცნობა 13 და 14 წლის არასრულწლოვან გოგოებს და “სექსუალური შინაარსის მიმოწერებს ახორციელებდა და პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას უგზავნიდა”.
საგამოძიებო უწყებამ პედოფილიაში მხილებული კაცის ტელეფონში ნახა „Facebook“-ის და “Instagram”-ის ათამდე ყალბი გვერდი, რომლითაც ის ასეულობით ადამიანს მათ შორის არასრულწლოვნებს უკავშირდებოდა.
“გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა”.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აგრძელებს გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც შეისწავლიან ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივ ეპიზოდს.