დონალდ ტრამპი – ისრაელმა ღაზა აშშ-ს რომ გადასცეს, ჩვენ იქ დავიწყებდით მშენებლობას, რომელიც იქნებოდა დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პროექტი

Published:

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა თავისი გეგმა, რომ შეერთებული შტატების მიერ ამერიკული ჯარების ჩარევის გარეშე ღაზის სექტორის დაკავების შესახებ.

ამერიკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ისრაელს შეუძლია ღაზა შეერთებულ შტატებს გადასცეს საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ხოლო შეერთებულმა შტატებმა შეიძლება დაიწყოს “დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პროექტის” მშენებლობა.

„ისრაელმა საბრძოლო მომქედებების დასრულების შემდეგ ღაზის სექტორს შეერთებულ შტატებს რომ გადასცეს, პალესტინელები, ისეთივე ადამიანები არიან, როგორიცაა ჩაკ შუმერი, უკვე გადასახლდებოდნენ ბევრად უფრო უსაფრთხო და ლამაზ ადგილებში, ახალი და თანამედროვე სახლებით რეგიონში“, – წერს აშშ-ს პრეზიდენტი.

„შეერთებული შტატები, რომელიც მუშაობს დეველოპერების შესანიშნავ გუნდებთან მთელი მსოფლიოდან, ნელა და ფრთხილად დაიწყებდა მშენებლობას, რომელიც იქნებოდა დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი ტიპის პროექტი.

ამერიკელი ჯარისკაცები არ იქნებიან საჭირო! სტაბილურობა დაუსადგურებდა რეგიონში!!!” – თქვა ტრამპმა.

ჩაკ შუმერი არის სენატის უმცირესობის ლიდერი და დემოკრატი. გასულ კვირას გამოსვლისას მან გააკრიტიკა ტრამპი მისი „უგუნურებისა და უკანონობისთვის“.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ აშშ მზადაა დაიკავოს ღაზის სექტორი და შექმნას იქ ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები.

„აშშ აიღებს კონტროლს ღაზის სექტორზე და იქ  სამუშაოს ჩავატარებთ, ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებელი ტერიტორიიდან ყველა საშიში აუფეთქებელი ბომბის და სხვა იარაღის ამოღებაზე, ტერიტორიის გასწორებაზე და დანგრეული შენობების მოცილებაზე. ჩვენ შევქმნით ეკონომიკურ განვითარებას და შეუზღუდავ სამუშაო ადგილებს საცხოვრებელს რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის. ეს იქნება ის, რითიც მთელ ახლო აღმოსავლეთს შეუძლია იამაყოს”, – განაცხადა ტრამპმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img