თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი სტუდენტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

Published:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი სტუდენტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც სამართალდამცავის „კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება“ გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, სტუდენტები გამთენიისას, მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი ქუჩაში სტენსილს აკეთებდნენ. ისინი, სავარაუდოდ, დიღმის იზოლატორში არიან გადაყვანილები.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img