ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა

Published:

9 თებერვალს სიდნეიში UFC 312 ჩატარდება, სადაც სუპერმსუბუქ დივიზიონში სადებიუტო ბრძოლას ქართველი ალექსანდრე თოფურია გამართავს.

ღონისძიების წინ თოფურიამ წონა წარმატებით ჩააბარა, მან 61.46 კგ დააფიქსირა (მაქსიმალური დასაშვები წონა 61.70კგ-ია). ანალოგიური წონა ჰქონდა მის მეტოქეს, ავსტრალიელ კოლბი თიქნესს.

29 წლის ქართველს შერეული ორთაბრძოლების სხადასხვა ორგანიზაციაში აქამდე 6 ბრძოლა აქვს ჩატარებული. ილია თოფურიას უფროსმა ძმამ 5-ჯერ მოიგო და ერთხელ დამარცხდა. რაც შეეხება თიქნესს, 25 წლის სპორტსმენმა MMA-ში 7 ბრძოლა გამართა და ყველა მოიგო, ის ავსტრალიური ორგანიზაციის ჩემპიონიც იყო.

ცნობილია, რომ შეხვედრის დროს ალექსანდრე თოფურიას სამწვრთნელო კუთხეში ილია თოფურია იქნება, ხოლო კოლბი თიქნესს ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაეხმარება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img