„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ – ამ ლოზუნგით ბათუმის პროკურატურასთან ჟურნალისტები საპროტესტო აქციას მართავენ

Published:

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“, – ამ ლოზუნგით ბათუმის პროკურატურასთან ჟურნალისტები საპროტესტო აქციას მართავენ.

შეკრებილები ამაღლობელისთვის წარდგენილი 333-ე მუხლის გადაკვალიფიცირებას და დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი თქმით, მზია ამაღლობელის დაკავება უკანონოდ მოხდა,

„პროკურატურას ვთხოვთ, უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. ის 27 -ე დღეა შიმშილობს, ბოლო ცნობებით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა. მისი დაკავება უკანონოდ მოხდა. პროკურატურას შეუძლია და ვალდებულია შეასრულო თავისი პირდაპირი ვალდებულება და მიიღოს გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი. ამ ქვეყანას სჭირდება გამართული ინსტიტუციები“, – განაცხადა „ბათუმელების“ რედაქტორმა ნანა კვაჭაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img