შშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ორმხრივ შეხვედრას გამართავენ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, – ამის CBS News იუწყება.
გამოცემის ცნობით, ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე უკრაინის დელეგაციას უხელმძღვანელებს, რომელიც 14-დან 16 თებერვლამდე გერმანიაში გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ზელენსკის შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ვენსთან, რომელიც ასევე კონფერენციას დაესწრება.
Bloomberg-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წარადგენს ომის დასრულების გეგმას, თუმცა დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.