ბათუმში პოლიციის განყოფილების წინ კაცი დაჭრეს – შსს-ს ცნობით, დაკავებულია ერთი პირი

Published:

9 თებერვალს, ღამით, ტაბიძის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილებასთან ახლოს კაცი დაჭრეს.

შემთხვევა დაახლოებით ღამის 12-ის ნახევარზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა, დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში.

შს სამინისტროს ცნობით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის, 19 – 108-ე და 236-ე მუხლებით – განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img