თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე რესტორან” ონორეში” სროლა იყო.
თვითმხილველის ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა დაპირისპირება. მისივე თქმით, რესტორანში ორჯერ გაისროლეს. სროლის შედეგად, სავარაუდოდ, არავინ დაშავებულა.
თვითმხილველის თქმით, დაპირისპირებაში 10-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. შემთხვევა დაახლოებით 23:00 საათის შემდეგ მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ფორმულა დეტალების გარკვევას ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.