ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის მიმართ გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება

Published:

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოეხმაურა ტრამპის ბრძანებას ფოლადსა და ალუმინზე 25%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ და განაცხადა, რომ ევროკავშირის მიმართ გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება.

როგორც ცნობილია, ორშაბათს, ტრამპმა აშშ-ში ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა.

ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ იგი სინანულს გამოთქვამს აშშ-ის გადაწყვეტილების გამო და აღნიშნა, რომ ტარიფები არის გადასახადები, რომლებიც “ცუდია ბიზნესისთვის და კიდევ უფრო უარესია მომხმარებლებისთვის”.

„ევროკავშირის მიმართ გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება – ის გამოიწვევს მკაცრ და პროპორციულ საპირისპირო ზომებს.

ევროკავშირი იმოქმედებს თავისი ეკონომიკური ინტერესების დასაცავად. ჩვენ დავიცავთ ჩვენს დასაქმებულებს, ბიზნესს და მომხმარებლებს“, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img