ევროსაბჭოს კონგრესმა საქართველოს შესახებ წინადადება დაამტკიცა

Published:

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურომ საქართველოს შესახებ წინადადება დაამტკიცა. 

განცხადების თანახმად, კონგრესის ბიურო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სრულად სცეს პატივი ადამიანთა უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მხრივ ევროპულ სტანდარტებს, გზა გაუხსნას თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, ასევე მოუწოდებს სამართლიანი მოპყრობისკენ ყველა ქართველის, მათ შორის ადგილობრივი არჩეული წარმომადგენლების მიმართ.

„კონგრესის პრეზიდენტის, პირველი და მეორე ვიცე-პრეზიდენტების, გენერალური მდივნის ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ და წინა განცხადებებზე დაყრდნობით, ბიურო მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები იმ უკიდურესი პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის მოსახსნელად, რომელიც აზიანებს მათ ქვეყანას. მათ უნდა უზრუნველყონ სამართალდამცავი უწყებების, სასამართლოს და ყველა საჯარო ინსტიტუტის დამოუკიდებლობა. საჯარო მოხელეები ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე გათავისუფლებული იქნენ პოლიტიკური მიზეზებით. ეს პრაქტიკა უნდა შეწყდეს. ასევე, ყველას უნდა მიეცეს საშუალება, განახორციელოს თავისი დემოკრატიული უფლებები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. მშვიდობიანი პროტესტი დემოკრატიული საზოგადოებების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ის პირები, რომლებიც ამჟამად დაკავებული არიან მთავრობის წინააღმდეგ გამართული პროტესტების არაძალადობრივ მონაწილეობაში, უნდა იქნენ გათავისუფლებული. ეს მოიცავს ეროვნული და ადგილობრივი დონის პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, მათ შორის მზია ამაღლობელს, რომლის მიმართაც კონგრესი გამოხატავს კონკრეტულ შეშფოთებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს თავისი პოზიცია და გამოხატოს გულწრფელი, ღია და კონსტრუქციული დიალოგის მზაობა ოპოზიციასთან.

„ამ დემოკრატიულ ნორმებსა და სტანდარტებზე დაბრუნებამ უნდა უზრუნველყოს ნდობა, რაც ოპოზიციას საშუალებას მისცემს, ჩაერთოს მთავრობასთან დიალოგში და შეწყვიტოს ინსტიტუტების მიმართ ბოიკოტი. თავის მხრივ, ეს გზას გაუხსნის ახალ ეროვნულ არჩევნებს, რომლებიც დაეფუძნება ევროპულ სტანდარტებსა და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციებს, ასევე ხელს შე

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img