პარლამენტში, “ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას, რომლის მიზანი 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლაა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს.
კიდევ ერთი ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი კი, ოპოზიციონერის სტატუსით საგამოძიებო კომისიის მდივანი იქნება.
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს, რომელიც საორგანიზაციო საკითხებს დაეთმობა.
ფრაქცია “ქართულმა ოცნებიდან“ კომისიაში არიან – თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური და პაატა სალია.
საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსით, კომისიაში იქნებიან “ხალხის ძალის“ წევრები სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი, ხოლო „ევროპელი სოციალისტებიდან“ – ილია ინჯია.
საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა სულ ათი წევრით არის განსაზღვრული. კომისიაში ორი ადგილი ვაკანტური რჩება და ის განკუთვნილია პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრებისათვის.
საგამოძიებო კომისია ექვსი თვე იმუშავებს.