ილონ მასკი – აშშ-ის ფედერალური მთავრობის სააგენტოების გაუქმება გვჭირდება

Published:

აშშ-ის ფედერალური მთავრობის სააგენტოების გაუქმება გვჭირდება, – ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა დუბაიში მიმდინარე მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ხალხის მმართველობის, დემოკრატიის ნაცვლად ბიუროკრატიის მმართველობა გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენ მთელი სააგენტოების გაუქმება გვჭირდება და არა ბევრი მათგანის დატოვება. თუ ჩვენ სარეველას ფესვებს არ ამოვთხრით, მაშინ სარეველა კვლავ ადვილად ამოვა“, – განაცხადა ილონ მასკმა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით ნაკლებად დაინტერესებულია“.

„USAID-ს დიდი ყურადღება დაეთმო, მაგრამ ასევე, არსებობს „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) და მე ვამბობ, რა დემოკრატიას მიაღწიეს მათ ამ ბოლო დროს?“ – აღნიშნა ილონ მასკმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img