მიქაუტაძის გოლი საფრანგეთში თვის საუკეთესოდ აღიარეს

Published:

გიორგი მიქაუტაძის გოლი საფრანგეთის ლიგა 1-ის დეკემბერ-იანვრის თვის საუკეთესო გოლად აღიარეს. გამოკითხვა, რომელიც ლიგა 1-ის ოფიციალურ facebook გვერდზე გაიმართა, ქართველი ფორვარდის გარდა, მოსეს საიმონი (ნანტი); ლუკას სტასინი (სენტ-ეტიენი); აგუსტინ ბოაკი (სენტ-ეტიენი) და მაგნეს აკლიუჩი (მონაკო) იყვნენ წარდგენილნი.

მიქაუტაძემ გამორჩეული გოლი 8 დეკემბერს, მე-14 ტურის შეხვედრაში, “ანჟეს” კარში გაიტანა.

გეტყვით იმასაც, რომ ოქტომბერში ლიგა 1-ის საუკეთესო გოლის ავტორი ზურიკო დავითაშვილი გახდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img