ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო

Published:

„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

“ესაა სასამართლოს მორიგი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მის პატიმრობას გაამართლებს. ამ გადაწყვეტილებებით ქართული მართლმსაჯულება საკუთარი უკანონობის ისტორიას წერს. სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ”, – აცხადებენ საია-ში.

ცნობისთვის, „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს, მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების თაობაზე 13 თებერვალს მიმართეს. შეგახსენებთ იმასაც, რომ მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. აღნიშნულ ფაქტზე ის პოლიციელზე ძალადობის მუხლით დააკავეს. მზია ამაღლობელი დაკავების მომენტიდან – 34-ე დღეა შიმშილობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img