Წუხელ, Მახინჯაურში მატარებლის დაჯახების შედეგად იურისტი და ადვოკატი ნანო ცხადაია ტრაგიკულად დაიღუპა. Არსებული ინფორმაციით ნანოს მატარებელი ლიანდაგზე გადასვის დროს დაეჯახა.
გარდაცვლილი ნანო ცხადაია წარმოშობით სენაკიდან იყო და თბილისში ცხოვრობდა. Მას 3 შვილი დარჩა.
“დიდი ტრაგედია დატრიალდა. ნანოს სამი შვილი დარჩა. ამ ტრაგედიას მისი უფროსი შვილი შეესწრო” – ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს